logo
ENG



 EMC ხელისუფლებას ინვესტორთან "კაბალური ხელშეკრულების" გაფორმებაში ადანაშაულებს

03 მარ 202120:36
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო ინტერესების დათმობა კერძო კომპანიის სასაგრებლოდ, - რა ხდება მრავალათასიანი პროტესტის მიღმა, EMC-მ ნამახვან ჰესის პროექტზე გაფორმებული ხელშეკრულება შეისწავლა და დაასკვნა, რომ კომპანია „ენკა“ საქართველოს ბუნებრივ რესურსს ფაქტობრივად უსასყიდლოდ ითვისებს და არ იღებს სამომავლო ვალდებულებას, რომ ენერგიის რეალიზება მოხდეს შიდა ბაზარზე.

იურისტებს მიაჩნიათ, რომ ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის ვერც უკეთეს ენერგო-ტარიფს და ვერც ენერგო-უსაფრთხოებას. ეკონომიკური სარგებლის მოტანის ნაცვლად, პროექტი ბიუჯეტს უმძიმეს ფინანსურ ტვირთს აკისრებს. ადგილობრივი მოსახლეობა ოთხი თვეა, პროტესტის რეჟიმშია, კომპანიას, ნებართვის გარეშე დაწყებული საქმიანობის შესაჩერებლად მიცემული ვადა ათ დღეში ეწურება.


close დახურვა